ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: „ქართული ენა დროსა და სივრცეში“ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
	
		
კონკურსის პირობები:
	
		
• ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
	
ქართული ენის ისტორია;
ქართველური ენები;
ენა და დიალექტები;
ენა და ტექსტი.
	
		
ნაშრომს შეაფასებს ჟიური და გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.
	
		
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
	
		
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ქართული ენის კვირეულზე (13-16 აპრილი).
	
		
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის ფორმა:
	
		
• მომხსენებლის სახელი, გვარი;
• სწავლების საფეხური:
• მისამართი;
• ტელეფონი (მობილური);
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ნაშრომის სათაური;
	
ესეს გაფორმების წესი:
	
		
• ფურცლის ზომა - A4;
• მინდორი:ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
• შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1;
• გვერდების რაოდენობა -3-5.
	
		
კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ 2020 წლის 30 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: essay140@tsu.ge
	
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
	
		
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204
